აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი საერთო მოთხოვნების ირგვლივ ერთიანდება და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. მომიტინგეები ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.