აქცია პარლამენტთან

ამ წუთებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

აქცია 9 საათზე იყო დაანონსებული. გეგმის მიხედვით, ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ, ღამეს გაათენებენ და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მონაწილეებს შეკრების საშუალებას არ მისცემენ. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

კესო ქაფიანიძის ჩართვა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან #მოამბე