აქცია ნორვეგიის საელჩოსთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები ნორვეგიის საელჩოსთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ნორვეგიის „კონსერვატიული პარტიის“ მიერ ჯილდოს გადაცემას აპროტესტებენ.

შეკრებილების მოთხოვნაა, საქართველოში ნორვეგიის ელჩმა სიტყვიერად დააფიქსიროს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღნიშნული ჯილდოს გადაცემა ნორვეგიის სახელმწიფოს პოზიცია არ არის. ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ადამიანის უფლებების დარგში დაჯილდოება, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახების შეურაცხყოფაა.