აქცია-მსვლელობა თბილისში

აქცია-მსვლელობა თბილისში. სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ჯერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მივიდნენ. აქტივისტებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები. ისინი მთავრობის გადადგომასა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული სტრუქტურები სიმბოლურად არის შერჩეული, რადგან, მათივე გაანმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებზე პასუხისმგებელი სწორედ ძალოვანი სტრუქტურები არიან. აქცია-მსვლელობას დაკავებულთა ოჯახების წევრებიც შეუერთდნენ.