აქცია-მსვლელობა თბილისში
ამ წუთებში თბილისში, მეტროსადგურ სამედიცინო უნივერსიტეტთან აქციების მონაწილეები და აქტივისტები იკრიბებიან, რომლებიც დღეს საპროტესტო აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავენ. აქცია სახელწოდებით „ჩვენ გხედავთ“, სოციალური ქსელების საშუალებით დაიგეგმა, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნებია – გადადგეს მთავრობა და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები. აქცია-მსვლელობაზე შეკრებილები სიმბოლურად ჯერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მისვლას და საკუთარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაჟღერებას გეგმავენ.