აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან

„ქალთა მოძრაობის“ ინიციატივით, მარში „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ გაიმართა. მოქალაქეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მარშის მთავარი სათქმელი ქალების ძალაა. მოთხოვნები უცვლელია – პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. მარში საკანონმდებლო ორგანოსთან მანიფესტის წაკითხვითა და პერფორმანსით დასრულდა.