ამ წუთებში თბილისში, სხვადასხვა მეტროსადგურთან შეკრებილი მოქალაქეები „ერთობის მარშისთვის“ ემზადებიან. „მადლობა მეგობარს“ – ასე ჰქვია მსვლელობას, რომელიც „ახმეტელის“ მეტროდან ამერიკის საელჩომდე გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მონაწილეები ამ ფორმით ამერიკის კონგრესში „მეგობარი აქტის“ მიღებისთვის მადლიერებას გამოხატავენ.