თბილისში ერთობის მარში იმართება. „მადლობა მეგობარს“ – ასე ჰქვია მსვლელობას, რომელმაც სტარტი „ახმეტელის“ მეტროდან აიღო და ამერიკის საელჩოსთან დასრულდება.
ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ამ ფორმით ამერიკის კონგრესში „მეგობარი აქტის“ მიღებისთვის მადლიერებას გამოხატავენ. მსვლელობის მიმდინარეობისას მონაწილეები გლდანის გამგეობასთან შეჩერდნენ, სადაც რამდენიმე პირი სიტყვით გამოვიდა.