აქცია მერიასთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს მერიასთან, სადაც რევაზ ჩომახიძის სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ჩომახიძე წყალბურთის კლუბ „თბილისის“ დირექტორი იყო და ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების შემდეგ გაათავისუფლეს. მერიაში განმარტავენ, რომ ჩომახიძე არავის დაუთხოვია და მას ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.

მოამბე