„გადადგეს სასამართლო კლანი“ – ამ მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. მათ უწყებასთან დროშები და ბანერებიც მიიტანეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეები სასამართლო სისტემას ჩამოშორდნენ.