აქცია ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელმაც ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა. აქციის მონაწილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, როდესაც პოლიციამ შეკრებილებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. პოლიცია მათ მოუწოდებდა, გზის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და გზაზე წარწერები არ გაეკეთებინათ.