აქცია „იფიცება საქართველო“

ხელახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით თბილისსა და საქართველოს რამდენიმე დიდი ქალაქში გამაფრთხილებელი გაფიცვა გაიმართა. სხვადასხვა კომპანიის, სასწავლო დაწესებულებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა სამი საათით მუშაობა შეწყვიტა და პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ამ დროის მანძილზე მუშაობა შეაჩერეს კომპანიების, უნივერსიტეტების, კვების ობიექტების თუ სხვა ბიზნესჯგუფების ნაწილმა და ამ კომპანიებში დასაქმებულებმა. იმის მიუხედავად, რომ     სტრატეგიულ ობიექტებს არ შეუძლიათ პროტესტში ჩართვა და მუშაობის გაჩერება, ამ უფლებით ისარგებლა ამავე კომპანიების თანამშრომლების ნაწილმაც. გაფიცულთა შორის იყვნენ ორი მსხვილი ბანკის, „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებიც. გაფიცვის დროს დოლიძის ქუჩაძე მოხდა ინციდენტიც – პროტესტის მონაწლეებს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.