აქცია გორში, მაჟორიტარების ბიუროსთან

12:46, 22.11.2019

„ევროპული საქართველოს“ გორის რაიონული ორგანიზაციის ოთხმა თანამშრომელმა გორის მაჟორიტარი დეპუტატის ოთახისთვის ბოქლომის დადება სცადა. შენობაში შესვლის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სურთ მაჟორიტარ დეპუტატთან, სოსო მაკრახიძესთან შეხვედრა და რამდენიმე კითხვის დასმა. შენობასთან იმყოფებიან მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერები.

მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო „ევროპული საქართველოს“ წევრებსა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებს შორის. აქციის მონაწილეებმა შენობაზე სტიკერები გააკრეს და განაცხადეს, რომ ბოქლომს მაჟორიტარის ოთახს ან საკრებულოს შენობას, წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაადებენ.

საკრებულოს შენობასთან რჩებიან სამართალდამცავები.

 

მსგავსი