საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებენ, ოთარ ფარცხალაძის მიმართ დაიწყოს გამოძიება. მათი თქმით, აშშ-ის სანქციების შემდეგ ნათელი გახდა ფარცხალაძის კავშირების შესახებ, რაც გამოძიებას საჭიროებს. ასევე აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ფინანსთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს.