აქცია ევროპარლამენტში

სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლისას არ უხსენებია არც ნიკა გვარამიასა და არც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, რისი მოლოდინიც, ევროპარლამენტართა ნაწილს სავარაუდოდ ჰქონდა. მაშინ, როცა ზურაბიშვილი ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით იმყოფებოდა და შეხვედრას მართავდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, დარბაზის შესასვლელთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო ევროპარლამენტართა იმ ჯგუფმა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურობს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ამავე მოთხოვნით მივიდა იქ რამდენიმე ქართველი ემიგრანტიც. ევროპარლამენტართა ნაწილი სალომე ზურაბიშვილისგან გვარამიასა და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა. ევროპარლამენტართა ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა სწორედ გვარამია-სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის.