აქცია დიდ ბრიტანეთში
დიდ ბრიტანეთში, დოვერის პორტთან მიგრაციის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რამაც ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება გამოიწვია. „ბიბისის“ ცნობით, ათობით ნიღბიანი დემონსტრანტი პორტთან მისასვლელს ბლოკავს. აქციის მონაწილეები კამპანია „შეაჩერეთ ნავების“ ფარგლებში შეიკრიბნენ. მათი პროტესტი დიდ ბრიტანეთში არალეგალური მიგრაციისა და ლა-მანშის სრუტის გავლით მცირე ნავებით ქვეყანაში ჩასვლის წინააღმდეგ არის მიმართული. მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა დოვერის პორტში გამართულ საპროტესტო აქციას გმობს.