აქცია ბორჯომში

პროტესტის მე-11 დღე ბორჯომში, ქარხნის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. მოთხოვნები უცვლელია, ხელფასის 25 %-ით მატება, უვადო ხელშეკრულებები და გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულები ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. დღეს აქციის მონაწილეები ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეიკრიბებიან.