აქცია ბათუმში, მაჟორიტარების ბიუროსთან

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდეს. თავდაპირველად, ისინი ბოქლომის ჭიშკარზე დამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.

აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას აპროტესტებენ. აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია უკვე დასრულდა. ბოქლომი და ჯაჭვი აქციის დაშლისთანავე ჩამოხსნეს.