აქცია ბათუმში

ოპოზიციის აქცია ბათუმში. მოქალაქეთა ნაწილი ისევ რჩება აჭარის მთავრობასთან, კვლავ გადაკეტილია გამსახურდიას ქუჩა და დგას სცენა გამომსვლელთათვის. დილით, აქციის მონაწილეებთან, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერებიც მივიდნენ.  აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შედეგები არალეგიტიმურია და არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს.

პარლამენტის პარალელურად, ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე.