აქცია ანტიკორუფციულ ბიუროსთან

მოძრაობა „დამკვირვებლებმა“ ანტიკორუფციულ ბიუროსთან აქცია გამართეს. მათი თქმით ანტიკორუფციული ბიურო თავად არის შესული კორუფციულ გარიგებებში. ამიტომ აქციის მონაწილეებმა ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადადგომა და კორუფციული საქმეების გამოძიების დაწყება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა თანამდებობის პირების დეკლარაციების გასაჯაროებაა. მათი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა თანამდებობის პირების დეკლარაციები არ ქვეყნდება, რაც კორუფციულ რისკებს კიდევ უფრო ზრდის.