ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება.
პროცესზე ანზორ ქოქოლაძისთვის 2010-2011 წლებში წარდგენილ ბრალდების საქმეს განიხილავენ. კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელს გამოძიება თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდა, თუმცა ბიზნესმენის შეფასებით, მისი დაკავება კომპანიის იძულებით დათმობას უკავშირდებოდა, რაზეც მან უარი განაცხადა.
ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, 2011 წელს წარდგენილი ბრალის შემდეგ, სასამართლო განხილვები დროში ჭიანურდებოდა. მისი თქმით, მის მიმართ არ არსებობს მტკიცებულებები და წინა ხელისუფლების დროს დაწყებულ საქმეში, სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.