ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი ოზურგეთში
ცნობილი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის და ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელის სახელის კიდევ ერთხელ უკვდავყოფა – ოზურგეთში, ჭადრების პარკში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
მონუმენტის ავტორები მოქანდაკეები – გიორგი კაპანაძე და ჯონი გოგაბერიშვილი არიან. ბიუსტის გახსნის შემდეგ ოზურგეთის დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სცენაზე წარდგნენ ანსამბლები „რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, „დიდგორი“, „შემოქმედი“ და „მართვე“, ასევე ფოლკლორის ცენტრის გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლა.