ანულირებული შეთანხმება - ოპოზიციის გეგმები

მმართველი გუნდის გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიცია საერთო სტრატეგიაზე ჯერ ვერ თანხმდება. სამოქმედო გეგმაზე პოზიციები გაყოფილია. 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებულად გამოცხადების შემდეგ, პარლამენტი ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლის პარტიას, არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, დოკუმენტზე ხელი ახლაც არ აქვს მოწერილი. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ამ ნაბიჯის გადადგმას ახლა, ანუ მმართველი პარტიის გასვლის შემდეგ არ გამორიცხავს. პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები საპარლამენტო ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ოპოზიციური პარტიები არც ამ გეგმას და არც მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას არ განიხილავენ. ამ ეტაპზე ოპოზიცია ნომერ პირველ ამოცანად მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას ასახელებენ.

დატოვე კომენტარი