ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპულ სპეცრაზმელს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

15:17, 26.11.2017

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპულ ივანე გოლაშვილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სპეცრაზმის წევრი ქაშუეთის ეკლესიიდან, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი იმართებოდა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გადაასვენეს.

ვანო გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორცილებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

41 წლის სპეცრაზმელი ორმხრივი სროლის დროს თავის არეში დაიჭრა. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლიკა ალელიშვილი იმყოფება მუხათგვერდის სასაფლაოზე.

მსგავსი