ანტისამთავრობო დემონსტრაცია ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში საპროტესტო ტალღა არ ცხრება. აქციის მონაწილეები მთავრობის უკან დახევას საკმარისად არ მიიჩნევენ. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ სადავო კანონპროექტი სადავოდ გამოაცხადა და პარლამენტში მისი განხილვა შეაჩერა, დემონსტრანტები საკანონმდებლო ინიციატივის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ. მოთხოვნებს ქვეყნის ლიდერის გადადგომაც დაემატა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს ქუჩაში თითქმის ორი მილიონი ადამიანი გავიდა. პროტესტის მიზეზია კანონპროექტი, რომელიც ჩინეთში ექსტრადიციას შესაძლებელს ხდის.