ანტისამთავრობო აქცია სერბეთში

12:20, 29.06.2025

სერბეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. „როიტერის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო შენობების, პარლამენტისა და ახლომდებარე პარკის ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობით ათობით პოლიციელი განალაგა. პროტესტის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციას ფეთქებადი ნივთიერებები ესროლა, სამართალდამცავებმა კი მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მანამდე, სტუდენტებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დაუყოვნებლივ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დაიწყება. ქვეყნის პრეზიდენტი აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.

მსგავსი