ანტირუსული განწყობები დაკვეთით – ირაკლი კირცხალიას განცხადება

21:20, 10.08.2026

პრემიერის შემდეგ, ღია წერილს უმრავლესობის ლიდერი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის მსგავსად, ირაკლი კირცხალიაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისას გააქტიურებულ ანტირუსულ კამპანიაზე საუბრობს და გარე ძალების ორკესტრირებულ „რუსოფობიაში“ ოპონენტებთან ერთად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ადანაშაულებს. დასახელდნენ კონკრეტული შემსრულებლები. მათ შორის პაატა ბურჭულაძე, ნიკოლოზ რაჭველი და ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. ირაკლი კირცხალია ინტერესდება, რატომ არ იყო საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი იმისთვის, რომ რუსეთში ქართველი კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით კონცერტები არ გამართულიყო და რატომ თქვეს მათ ცალსახა უარი ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლებზე 2022 წლის შემდეგ. უმრავლესობის ლიდერი კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილსაც გარე ინტერესების მსახურებაში სდებს ბრალს.

უფრო კონკრეტულად რა არგუმენტებით ხსნის კულტურის მოღვაწეთა ქცევის მკაფიო ცვლილებას ირაკლი კირცხალია და როგორია შეფასებები – ამას  სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის.

მსგავსი