ანტინარკოტიკული რეფორმა - პოლიტიკური შეფასებები

მმართველი გუნდი ახალი რეფორმის გასატარებლად ემზადება.

დაგეგმილია ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, რისთვისაც სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე რამდენიმე კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს. მკაცრდება საპატიმრო სასჯელები და იზრდება ჯარიმები. შემცირდება ცალკეული ნარკოტიკების და ფსიქოტროპული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზღვარი, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები მოიმატებს. ჯარიმა დაეკისრება ან ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც ნარკოტესტზე უარს იტყვის. სიახლეა ისიც, რომ ნარკოტიკების მოხმარების დადასტურების შემთხვევაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

დაანონსებულ ცვლილებებს რეპრესიებად აცხადებს და რეფორმის მიღმა პოლიტიკურ მიზნებს ხედავს ოპოზიცია.