ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა

21:26, 06.11.2025

ვიდრე „ლელოს“ ლიდერს საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალს ოფიციალურად წარუდგენდნენ, მამუკა ხაზარაძე ანტიკორუფციულმა ბიურომ დააჯარიმა.

თანხის ოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა რაჟდენ კუპრაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძეს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად ჰქონდა შევსებული. მათ შორის უწყების განმარტებით საგადასახადო დოკუმენტებში არც ის რეზონანსული ქირავნობის ხელშეკრულება იძებნებოდა, რომლის საფუძველზეც „ლელო“ ლიდერის ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ გერმანიის ელჩთან გაფორმებული ხელშეკრულება ხაზარაძემ განგებ დამალა. ბრალდებებს „ლელოს“ ლიდერი კატეგორიულად უარყოფს, თუმცა როგორც წარსულში, ახლაც ადასტურებს, რომ მისი ოჯახის კუთვნილ ბინაში პეტერ ფიშერი ცხოვრობს. საპირისპიროს ამტკიცებს გერმანიის მთავრობა. რომელმაც კონსულტაციებისთვის სამშობლოში გაწვეული ელჩი საქართველოში უკვე დააბრუნა.

მსგავსი