ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები. კანონი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ძლიერდება მამხილებლის უფლებები. კერძოდ, ნებისმიერ პირს ექნება უფლება საჯარო დაწესებულებაში ამხილოს კორუფცია. კანონი მის ანონიმურობას უზრუნველყოფს და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ, აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა, მამხილებლს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ცვლილებების კიდევ ერთი მიმართულება არის, საჯარო სექტორში ერთდროულად რამდენიმე თანამდებობის დაკავება, თუმცა, იარსებებს გამონაკლისები. ცვლილებები სექტემბრიდან შევა ძალაში.