ანსამბლი „რუსთავი“ რიო დე ჟანეიროში
ბრაზილიის დედაქალაქის შემდეგ რიო დე ჟანეირო. ბრაზილიელი მაყურებელი ქართულ ფოლკლორს და ცეკვისა და სიმღერის ცნობილი ქართული ანსამბლის უნიკალურ შემოქმედებას ეცნობა. ანსამბლ „რუსთავის“ კიდევ ერთ კონცერტს განსაკუთრებული ოვაციები და შთაბეჭდილებები მოჰყვა.
ქართული კულტურის დღეების ფარგლებში რიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე ბრაზილიაში საქართველოს ელჩს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.