საჯარო სკოლებში ფოლკლორული მუსიკის კონცერტები ჩატარდება. 47-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლი „მართვე“ ახალ პროექტს იწყებს. მიზანი მოსწავლეებს შორის ქართული ხალხური შემოქმედების და უნიკალური ნიმუშების პოპულარიზაციაა. პირველ კონცერტს პირველი კლასიკური გიმნაზია უმასპინძლებს. პროექტი მთელ ქვეყანას მოიცავს. ბავშვებისთვის ხალხური სიმღერების სწავლა და სკოლებთან აქტიური ურთიერთობა ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის მრავალწლიანი სურვილი იყო. საკონცერტო პროგრამები ცნობილ სიმღერებს და მათ ახლებურ ინტერპრეტაციებს აერთიანებს.