ანსამბლ „ლეჩხუმის“ 45 წლის იუბილე

18:28, 28.06.2026

ქალაქ ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიებაში ანსამბლ „ლეჩხუმის“ სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებთან ერთად მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლ „უშბას“ წევრებიც, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარადგინეს. საღამოს დასასრულს საზეიმოდ გაიხსნა ანსამბლის ვარსკვლავი.

მსგავსი