ანსამბლ „კირიალესას“ იუბილე

ანსამბლ „კირიალესას“ 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი გაიმართა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. შესრულდა სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნამუშევრები. „კირიალესა“ 15 წლის წინ ჩამოყალიბდა. ამ შემადგენლობით, ანსამბლმა 2022 წლის ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველ ტურში უკვე მიიღო მონაწილეობა.