ანრი კვარაცხელიას სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ანრი კვარაცხელიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც დაცვის მხარემ დაცვითი სიტყვა თქვა.   გადაწყვეტილებას მოსამართლე 18 ივლისს გამოაცხადებს, სადაც ბრალდებულიც ისარგებლებს საბოლოო სიტყვის უფლებით. ანზორ კვარაცხელიას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, კერძოდ კი გამოძიების თქმით, მან სამართალდამცავებს მოლოტივის კოქტეილი ესროლა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.