ანომალიური სიცხე ევროპაში
ევროპაში უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.
სითბური ტალღა, რომელიც კონტინენტის დასავლეთ ნაწილში ათასზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა, ახლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილს უტევს. გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, ჩეხეთი და უნგრეთი, – ანომალიური სიცხე ახალ რეკორდებს, სწორედ ამ ქვეყნებში ხსნის. 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, ზოგიერთ ევროპულ ქალაქში ისტორიაში პირველად ფიქსირდება. ვითარებას ართულებს მსგავს კლიმატზე ნაკლებად ადაპტირებული ინფრასტრუქტურა. კონდიცირების სისტემების სიმცირის გამო, საცხოვრებელ სახლებში გარდაცვალების შემთხვევები იზრდება. პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლა, ასფალტის საფარის დნობის შედეგად, ჩაკეტილია მაგისტრალური გზები. სინოპტიკოსები აგრილებას ხვალიდან პროგნოზირებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ივლისსა და აგვისტოში სითბური ტალღები განმეორდეს.