ანი წითლიძის სასამართლო

საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის პროცესი გაიმართა.

საქმე ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსს ეხება, რაზედაც პაატა ზაქარეიშვილმა ცილისწამებისთვის უჩივლა. წითლიძის თქმით, „ფეისბუქ“-სტატუსი ეხებოდა მარიკ დუდაევის ციხიდან გათავისუფლებას, სადაც გათავისუფლების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრი დახვდა და საოკუპაციო ხაზთან მიიყვანა და ოსებს და რუსებს გადასცა.

საქმის განხილვა 23 დეკემბერს გაგრძელდება.