▶ პირველად საქართველოში – საქონელი, რომელსაც აქვს ძვირფასი, გემრიელი და ხარისხიანი ხორცი, თუმცა მის შესახებ ცოტა რამ ვიცით. გაიგეთ, როგორ ეგუება შოტლანდიური ანგუსი მარტყოფის გარემოს, რატომ არ აქვს რქები და რის გამო უწოდებენ მას ზარმაც ცხოველს. კვების, სადგომის მოწყობის, გამრავლებისა და ვეტერინარული მომსახურების წესები – ყველაფერი რაც ანგუსების შესახებ უნდა ვიცოდეთ.
▶ რატომ არის აუცილებელი საქონლის იდენტიფიკაცია. როგორ კონტროლდება ცხოველისგან მიღებული ხორცი და რძის პროდუქტები ფერმიდან სუფრამდე. ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროგრამის დეტალები, რუბრიკაში #გაიგემეტი
▶ ამერიკიდან თბილისამდე და თბილისიდან საგურამომდე გავლილი გზა. ნახეთ, როგორ იქმნება სხვადასხვა სახეობის ხილის ჭაჭა, განსაკუთრებული არომატისა და გურული ხასიათის შეზავებით. რუბრიკაში #არტიშოკი, გაიცანით გიორგი თევზაძე, რომლის დამზადებული სასმელის დანახვაც კი სტუმრებს სიმღერის ხასიათზე აყენებს. #ფერმა/facebook
ფერმა