ანგელა მერკელის განცხადება

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინა ვერ დარჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ მერკელმა დიუსელდორფში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ყოფილი კანცლერის თქმით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა დღეს უფრო მეტადაა აუცილებელი. ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმით ევროპული ომის შემდგომი წესრიგის ძირითადი პრინციპი – ტერიტორიული ხელშეუხებლობა – არაეფექტური გახდა. ამასთან, მერკელმა დონალდ ტრამპს „განსაკუთრებული პრეზიდენტი“ უწოდა. გერმანიის ყოფილი კანცლერი მიიჩნევს, რომ „ტრამპი იცავს აშშ-ის კანონიერ ინტერესებს, მაგრამ მრავალმხრივ თანამშრომლობაში ორმხრივად მომგებიანი სიტუაციების არ სჯერა და თვლის, რომ ყოველთვის არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული.