ანგელა მერკელის გადაწყვეტილება  

გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი კანცლერი და მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს.

ანგელა მერკელი 2019 წლიდან პარტიული, 2021 წლიდან კი სამთავრობო თანამდებობების დატოვებას გეგმავს.

ჟურნალ „ფორბსის“ მიერ ყველაზე გავლენიან ქალად არაერთხელ დასახელებული მერკელი გერმანიას 2005 წლიდან მართავს. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ფინანსური და მიგრაციული კრიზისების ცენტრალური ფიგურა იყო. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის მთავარ აქტივად ანალიტიკოსები მის სტაბილურობას და სიდინჯეს ასახელებენ.