ანგარიში სააკაშვილის ლობისტური კომპანიის საქმიანობაზე - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პოლიტიკოსები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციას ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ კომპანია „აკერმანის“ საქმიანობა კანონიერია და ინფორმაციას, რომ ლობისტურმა კომპანიამ ევროპარლამენტარებისთვის რეზოლუცია მოამზადა, პროპაგანდას უწოდებს.

მმართველი გუნდისთვის კი განსაკუთრებულად მიუღებელი აღმოჩნდა დოკუმენტაციის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ „აკერმანს“ უნდა უზრუნველეყო გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან კომუნიკაციის მეშვეობით, დაერწმუნებინა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, დაეწესებინა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები.