აფეთქება ფონიჭალაში
ფონიჭალაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები დასრულებულია და ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გუშინ გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი გამოიყვანეს. კორპუსში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
რა ხდება ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, ბოლო ინფორმაციას ლიზა დვალი მოგვაწვდის.