ანდრიუს კუბილიუსის განცხადება - შეფასებები

რეზოლუციის კენჭისყრამდე ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. „ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით. კუბილიუსის სიტყვებით, რეზოლუციაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და თუკი „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იგივე დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ, აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს, რაც გავლენას იქონიებს ევროპულ სტატუსზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობაზე „ზეწოლას გააგრძელებენ“. ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასება.