ანდრიუს კუბილიუსის განცხადება

სტრატეგიული ერთიანობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციისთვის  გასაღებია – ეს ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაა. კუბილიუსი საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, კონსენსუსის მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სრულად ფუნქციური პარლამენტის მიერ.

„ამ შეთანხმებამ, შესაძლოა, გარდამტეხი როლი ითამაშოს ევროკავშირისა და ნატო-ს ინტეგრაციის ეროვნული სტრატეგიის ფორმირებაში, რაც სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სამოქმედო გეგმას, რომელიც ეხება საარჩევნო და სახელმწიფო მმართველობის რეფორმას. ამ სულისკვეთებით კი საქართველოს ამბიცია, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გამოიყენოს, პოზიტიური ნაბიჯია, რაც ერთიან ეროვნულ პოლიტიკურ სურვილს მოითხოვს“ – წერს კუბილიუსი. „ჩვენ გვჯერა ორივე მხარის პოლიტიკური მმართველობის სიმწიფის. ეს არის გადამწყვეტი მომენტი დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში,“ – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.