ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე მშობლიურ ბათუმში ჩავიდა, სადაც მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ანდრია ფუტკარაძეს პირადად მიულოცეს წარმატება „მეგასკოლაში“ და ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლაში.
ევროვიზიის გამარჯვებული შეხვდა თავის პედაგოგებსა და მეგობრებს, ანსამბლ „ზღვის შვილების“ წევრებს. ასევე ანდრიამ ერას მოედანზე შეასრულა გამარჯვებული სიმღერა სახელწოდებით „დედას“. სწორედ დედასთან ერთად გაემგზავრება ის ხვალ პარიზში, „დისნეი ლენდში“. საგზური ანდრია ფუტკარაძეს საქართველოს პირველმა არხმა აჩუქა.
ევროვიზია