ანდრია ფუტკარაძე საფრანგეთში გაემგზავრა

12:47, 24.11.2024

საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული, ანდრია ფუტკარაძე დედასთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა. სწორედ ემიგრანტ დედას მიუძღვნა ქართველმა მონაწილემ თავისი საკონკურსო სიმღერა სახელწოდებით To My Mom. საგზური „დისნეილენდში“ ანდრია ფუტკარაძეს საჩუქრად საქართველოს პირველმა არხმა გადასცა. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მადრიდიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც მშობლიურ ბათუმში ჩავიდა. მას მეგობრები და ახლობლები საზეიმოდ დახვდნენ. მოგვიანებით, ერას მოედანზე მან გამარჯვებული სიმღერაც შეასრულა.

მსგავსი