ანდრია ფუტკარაძე „საბავშვო ევროვიზია 2024“-ის გამარჯვებულია

„საბავშვო ევროვიზია 2024“-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას აეროპორტში გულშემატკივრები, მუსიკალური პროექტის რანინას კონკურსანტები, აგრეთვე საქართველოს პირველი არხის წარმომადგენლები დახვდნენ.

11 წლის ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმების ავტორი იზა ნადარეიშვილია.

წელს საერთაშორისო კონკურსს მადრიდმა უმასპინძლა. მონაწილეობდა 17 ქვეყანა, გაიმარჯვა საქართველომ.

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

ევროვიზია