ანანურის კომპლექსში არსებულ ვითარებას გენინსპექცია სწავლობს

ანანურში სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენინსპექციის წარმომადგენლები სწავლობენ. ადგილზე იმყოფებიან საყდრისის კომიტეტის წევრებიც. მათი ინფორმაციით, ანანურის კომპლექსი სავალალო მდგომარეობაშია. კომიტეტის წევრები კომპლექსში რამდენიმე დღის წინ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ისტორიული ძეგლის კედელი და კოშკი ინგრევა. კომიტეტის წევრებმა ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიაწოდეს.