ანალენ ბერბოკის განცხადება

„ისრაელის შეტევა რაფაჰზე ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელის შეტევა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ რაფაჰში, სადაც 1,3 მილიონი ადამიანი აფარებს თავს, ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება. ამასთან, ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უბიძგებს ევროკავშირს, იმუშაოს სანქციებზე ისრაელელების მიმართ, რომლებიც თავს ესხმიან პალესტინელებს დასავლეთ სანაპიროზე.