„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებაში, ბრალს კვლავ ხელისუფლებას სდებენ.
მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ანაკლიის კონსორციუმი ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან ერთად, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს განზრახ ჩამოაცილა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა კონსორციუმის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების დარღვევის გამო შეჩერდა, რასაც უმრავლესობის თქმით, არა თუ ქართული სასამართლო, არამედ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაც მოწმობს. ამასთან, ხელისუფლებისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვა დანაშაულის აღიარებაა.